
პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა, ღაზას სექტორში საავადმყოფოზე თავდასხმის შემდეგ, ამერიკის ლიდერთან ჯო ბაიდენთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა. ამის შესახებ Guardian-ი პალესტინის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.
შეხვედრა იორდანიაში, აშშ-ის პრეზიდენტის ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის დროს უნდა გამართულიყო, რომელიც ოთხშაბათს იწყება. ახლა აბასი რამალაში ბრუნდება.
იმავდროულად, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ღაზაში მდებარე ჰოსპიტალს ისლამური ჯიჰადის რაკეტა წარუმატებელი გაშვების შედეგად მოხვდა. „ცახალის“ ოპერატიული სისტემების ანალიზი მიუთითებს, რომ ტერორისტებმა რაკეტები გაისროლეს ღაზას სექტორში თავდასხმის დროს ღაზას სექტორში ალ-აჰლის საავადმყოფოს უშუალო სიახლოვეს. ჩვენს ხელთ არსებული მრავალი წყაროს დაზვერვა მიუთითებს, რომ მომხდარზე „ისლამური ჯიჰადია“ პასუხისმგებელი“ - ნათქვამია მათ ტელეგრამის არხზე.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, „ჰამასი“ ისრაელს ღაზას ცენტრალურ ნაწილში მდებარე ალ-აჰლი ბაპტისტურ საავადმყოფოზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმაში ადანაშაულებს, რომლის შედეგადაც ასობით ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომელსაც ჰამასი ხელმძღვანელობს. მისი თქმით, დარტყმის შედეგად, 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, თუმცა, ნანგრევების ქვეშ ასობით ადამიანი შეიძლება მოხვედრილიყო - წერს BBC.
0
0
კოტე იოსელიანი უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის
08/06/2025