04/10/2021
12:32
საზოგადოება
65 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია. აღჭურვილია ახალი ინვენტარით, სკოლაში მოწყობილია კლას-კაბინეტები, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა და კომპიუტერული კლასი, დამონტაჟდა ცენტრალიზებული გათბობის და წყალმომარაგების სისტემები. შენობა ადაპტირებულია შშმ პირებზე. მაცხოვრისკარის სკოლაში კეთილმოეწყო ეზო და ღია სპორტული მოედანი. პროექტი ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
„ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს საგანმანათლებლო სექტორის ხელშეწყობა წარმოადგენს. ახალ სასწავლო წელს რეგიონში 4 ახალი და 10 სრულად რეაბილიტირებული სკოლით ვხვდებით. ახალ სკოლებს შორისაა აბაშაში, მაცხოვრისკარის საჯარო სკოლა, აქ აქამდე არსებული სკოლა ავარიული იყო და საფრთხეს წარმოადგენდა მოსწავლეებისთვის დღეს კი თანამედროვე სტანდარტების სკოლაში უწევთ მოსწავლეებს განათლების მიღება. ამჟამად კი რეგიონში ხორციელდება სამი ახალი სკოლის მშენებლობა“ - განაცხადა ნინო ვიბლიანმა.
0
0