20/02/2026
20:33

ირანი აშშ-თან შესაძლო ბირთვული შეთანხმების პროექტის მომზადებას 2-3 დღეში გეგმავს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.
ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, შეერთებულ შტატებს ჟენევაში ბოლო მოლაპარაკებების დროს ირანისგან „ურანის ნულოვანი გამდიდრება“ არ მოითხოვა. არაღჩის თქმით, დისკუსიები ფოკუსირებული იყო იმ ზომებზე, რომლებმაც შესაძლოა, ვაშინგტონს დაუმტკიცოს, რომ ირანის ბირთვული პროგრამა „მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვისაა“ განკუთვნილი.
ჟენევაში თეირანსა და ვაშინგტონს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ირანის წამყვანმა მომლაპარაკებელმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ორივე მხარემ მიაღწია ზოგად შეთანხმებას „სახელმძღვანელო პრინციპების“ ერთობლიობაზე, რომელიც საფუძვლად დაედება პოტენციური შეთანხმების ტექსტზე მუშაობის დაწყებას.
0
0