
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაჩღის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ თეირანის ბირთვული იარაღის პროგრამასთან დაკავშირებით აშშ-სთან შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია.
„მოდით, შეუძლებელ რაღაცეებზე ნუ ვისაუბრებთ და ნუ დავკარგავთ შესაძლებლობას, მივაღწიოთ სამართლიან და თანასწორ შეთანხმებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ბირთვული იარაღის არარსებობა. როგორც ვთქვი, ეს მიღწევადია მოკლე დროშიც კი“, - აღნიშნა არაღჩიმ.
მისი თქმით, სანაცვლოდ, თეირანი ელოდება აშშ-ის მიერ დაკისრებული სანქციების მოხსნას და ასევე ირანის უფლების პატივისცემას, მშვიდობიანი მიზნებისთვის ურანის გამდიდრება გააგრძელოს.
ამასთან, არაღჩის მტკიცებით, თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება, ირანი ომისთვის მზადაა, თუმცა, მისი თქმით, კონფლიქტი ირანის ფარგლებს გასცდება და კატასტროფა იქნება ყველასთვის, რეგიონში განლაგებული აშშ-ის ბაზები კი ირანელი სამხედროების სამიზნე გახდება.
0
0