01/10/2021
12:35
პოლიტიკა
„ორგანიზაცია, რომელიც დავაფუძნეთ და იცით, 107 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა გუშინ, იმ ორგანიზაციას ჰქვია „საერთო სახალხო მოძრაობა“ სააკაშვილის მშვიდობიანად დასაბრუნებლად, ასე დაერქვა. ნუ, დაბრუნდა მშვიდობიანად. საერთოდ, ხელისუფლება როცა ხარ და სახელმწიფოს, სახელმწიფო ინსტიტუციებს გაანადგურებ, კორუფციაში ამოაყოფინებ თავს, შემდეგ ასე ხდება, ვერ იგებ საზღვარს ვინ კვეთს, ვინ გადმოდის, როგორ, რანაირად ხდება. ასეთი თავსამტვრევი გაუხდათ ჩვენს ხელისუფლებას.
გუშინ მივმართე გომელაურს ღარიბაშვილს, რადგან ღარიბაშვილის მხრიდან საშინელი, ანტისახელმწიფოებრივი განცხადება მოვისმინეთ. გამოვიდა პრემიერი და თქვა, 100 000 კაცი გამოვა და გამოვა რა, პოლიცია სად არის, როგორ? ვიღაცას თავის აზრი აქვს, ვიღაცას სხვა და უნდა მივეჩვიოთ, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები მშვიდობით დადგნენ ხოლმე აქციებზე“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა ინფორმაცია გაქვთ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ჩარკვიანმა განაცხადა, რომ 99 პროცენტი აქვს ინფორმაცია, რომ სააკაშვილი საქართველოშია.
„მე ასე არ შემიძლია საუბარი, 99 პროცენტი მაქვს ინფორმაცია, საქართველოშია“, – აღნიშნა ჩარკვიანმა.
0
0