21/11/2024
15:01
მსოფლიო
ამერიკის არჩევნებში ტრამპის გამარჯვების ფონზე, ბირჟაზე ბიტკოინის ფასი რეკორდულად გაიზარდა და ერთი მონეტის ღირებულებამ 98,000 დოლარს მიაღწია, რაც კრიპტოაქტივის არსებობის ისტორიაში დაფიქსირებული მაქსიმალური მაჩვენებელია. ამჟამინდელი მონაცემებით, ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია 1 ტრილიონ 940 მილიარდ დოლარს აღწევს, ხოლო კრიპტოინდუსტრიის საერთო შეფასება 3 ტრილიონ 500 მილიარდი დოლარის ფარგლებშია.
ბიტკოინის რეკორდული ზრდის ფონზე, მკვეთრადაა გაზრდილი ეთერიუმის, სოლანას, კარდანოს და სხვა კრიპტოვალუტების ღირებულება, რაც სწორედ ტრამპის არჩევას უკავშირდება.
ბოლო დროის განმავლობაში კრიპტობირჟის აღმასვლა პირდაპირ კავშირშია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებასთან, რომელიც პროკრიპტო პოლიტიკოსია და ამ მიმართულებით დიდ ცვლილებებს აანონსებს.
0
0