07/01/2025
15:26
მსოფლიო
ტიბეტში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 95 ადამიანი დაიღუპა, 130-მდე კი დაშავდა.
6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები ტიბეტის ავტონომიურ რეგიონში სამშაბათს, 7 იანვარს დილით დაფიქსირდა. ბიძგები ასევე იგრძნობოდა ნეპალის უმეტეს ნაწილში, განსაკუთრებით ქვეყნის აღმოსავლეთ და ცენტრალურ რეგიონებში, ასევე ინდოეთის ნაწილებში.
ჩინეთის სეისმოლოგიური ქსელის ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ტინგრის ოლქში 10 კილომეტრის სიღრმეზე იყო. ამის შემდეგ დაფიქსირდა 4,4 მაგნიტუდის სიმძლავრის კიდევ რამდენიმე ბიძგი.
ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიის CCTV-ის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრში მრავალი შენობა დაინგრა.
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, სტიქიის ადგილზე დაახლოებით 1,5 ათასი მაშველი იმყოფება, რომლებიც შენობების ნანგრევების ქვეშ დაღუპულებსა და გადარჩენილებს ეძებენ.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე 7.1 მაგნიტუდისა მოხდა.
0
0