05/07/2023
14:34
მსოფლიო
95%-ით დარწმუნებული ვარ, რომ რუსული ძალები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ააფეთქებენ. ამის შესახებ უკრაინელმა ექსპერტმა ალექსეი არესტოვიჩმა ჟურნალისტ დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში განაცხადა.
„ამ სადგურის აფეთქების შემთხვევაში მასშტაბური რადიაქტიური დაბინძურება არ იქნება. აქ სხვა ტიპის რეაქტორებია. იქნება რადიაქტიური გაჟონვა დაახლოებით 1 კმ-ის რადიუსში და ამის გაწმენდა შესაძლებელი იქნება, როგორც ეს ფუკუსიმას სადგურზე მოხდა“. - ამბობს არესტოვიჩი.
დიმიტრი გორდონის შეკითხვაზე, დარწმუნებულია თუ არა, რომ რუსები ატომურ სადგურს ააფეთქებენ, არესტოვიჩმა უპასუხა:
„ისინი ამ საკითხს შანტაჟისთვის გამოიყენებენ. ანუ - აი ხომ ხედავთ რა მოჰყვა უკრაინელთა კონტრშეტევას, საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებთ. საჭიროა მოლაპარაკება, უნდა შევთანხმდეთ. პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგური მწყობრიდან გამოვა, რაც ჩვენ იაფი ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობას არ მოგცემს და ბიუჯეტს სულ მცირე 50 მლრდ. დოლარის ზარალს მიაყენებს“, - ამბობს არესტოვიჩი.
ცნობისთვის, უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინის დაზვერვა იუწყება, რომ რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დანაღმეს და უკან დახევის შემთხვევაში მის აფეთქებას გეგმავენ.
0
0