26/03/2023
16:31
სპორტი
თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს მედლებისთვის ბრძოლას ოთხი ძიუდოისტი განაგრძობს.
90 კგ-ში ქართული ფინალი გაიმართება – ორქოს მედლისთვის ერთმანეთს ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე დაუპირისპირდებიან. ნახევარფინალში ბექაურმა ბერძენი თეოდოროს ცელიდისი დაამარცხა, მაისურაძემ კი თურქ მიხაელ ზგანკს აჯობა.
ამავე წონაში ბექა ღვინიაშვილი რეპეჟაში იაპონელ გოკი ტაჯიმასთან დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.
100 კგ-ში იოლად მოიპოვა ფინალის საგზური ილია სულამანიძემ. ნაევარფინალში ქართველმა ძიუიდოისტმა ერთ წუთში აჯობა ბრაზილიელ რაფაელ ბუზაკარინს, ფინალში სულამანიძე მონღოლეთის წარმომადგენელ გონჩიგსურენ ბატჰუიაგს შეხვდება.
ტურნირის შარშანდელმა გამარჯვებულმა, მძიმეწონოსანმა გელა ზაალიშვილმა ნახევარფინალში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, კუბელი ენდი გრანდა ულამაზესი გდებით დაამარცხა და ტურნირის ფინალში გავიდა. ოქროს მედლისთვის ქართველი თურქ მუნირ ერტუგთან იჭიდავებს.
17:00 – ფინალური ბლოკი
ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
0
0