07/03/2023
02:08
სპორტი
პირველი ლიეტუველი ოლიმპიური ჩემპიონის, დანას პოზნიაქსის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც ვილნიუსში გაიმართა, ცამეტი ქვეყნის მოკრივეებმა იასპარეზეს.
ლიტვის, უკრაინის, უელსის, ნორვეგიის, ლატვიის, ისრაელის, ფინეთის, შვედეთის, ესტონეთის, საქართველოს, პოლონეთის, იტალიისა და სომხეთის 93 მოკრივე ცამეტ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
ტურნირზე ახალგაზრდა ქართველმა მოკრივეებმა 9 ოქროსა და 3 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ჩემპიონები გახდნენ დავით ჯაფარიძე (თბილისი, 51 კგ), გორ აივაზიანი (ახალქალაქი, 54), ლევან დემუროვი (გორი, 57), გოჩა გორდულავა (ზუგდიდი, 63.5), დემურ ქაჯაია (ხობი, 67), შოთა ჯიქია (ფოთი, 71), გიორგი ნატროშვილი (თბილისი, 75), სამველ კაზარიანი (ახალქალაქი, 80) და ტარიელ შარიქაძე (ზესტაფონი, +92).
ვერცხლის მედლები მოიპოვეს ლუკა ბეშლიოღლიმ (ბათუმი, 51), საბა ერემეიშვილმა (ქუთაისი, 60), ავთანდილ მდინარიძემ (გორი, 92).
ნაკრების მთავარი მწვრთნელია შალვა დუნდუა.
ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც 23 აპრილიდან 4 მაისამდე ერევანში გაიმართება, აცხადებენ კრივის ფედერაციაში.
0
0