
9 მაისს რუსეთში წასვლაზე კითხვა არის სისულელე და არასერიოზული, როგორ იქნება იქ საქართველოს ხელისუფლება, როდესაც ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც საქართველოს ომში ჩათრევაზე ზეწოლა მიდიოდა და ამაზე ჩუმად იყვნენ, ეს ქვეყნის ღალატია.
„ეს კითხვა აბსოლუტურად სისულელე და არასერიოზულია. რა თქმა უნდა, არა. როგორ იქნება იქ საქართველოს ხელისუფლება იმ პირობებში, როცა საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია. ის არ გიკვირთ, კაციშვილმა საქართველოს ომი ომად რომ არ ჩათვალა და მხოლოდ ერთი-ორი შეშფოთება იყო და ამოიოხრეს, ამით დამთავრდა ყველაფერი, გადატვირთეს ურთიერთობები რუსეთთანაც, ეკონომიკური პროექტები დაიწყეს და ა.შ.
სამწუხაროა, რომ უკრაინის ხელისუფლება მოიქცა არა ისე, როგორც საქართველოს ხელისუფლება მოიქცა 2008 წელს, როცა ჩვენ ჩვენს ომში არ ვითრევდით. არავისთვის გვითქვამს, რომ მოდით, იომეთ და თქვენი სისხლი შესწირეთო. ისინი ქართველ ხალხს სამარცხვინოდ მოექცნენ. საქართველოს ელჩი კიევში ბოლომდე იყო მაშინ, როცა ყველა გაიქცა, საელჩოები დახურეს, დროშები ჩამოწიეს და უკრაინაში მხოლოდ საქართველოს დროშა ფრიალებდა. ეს ელჩი ზელენსკიმ უკრაინიდან გამოაძევა და ამაზე ერთი ე.წ. ლიბერალი ენჯეოს საყვედური არ არსებობს. ერთი მაინც თქვან. დგანან და გადაეფარებიან ყველას, ოღონდ, საქართველოს და ქართველს არა. ღალატი სხვა რამე კი არ არის. მაინც და მაინც ღალატი ის კი არ არის, რომ უჩა ნანუაშვილივით ვიღაც გამოიჭირო და ფული შეაგროვო, ღალატი ისიც არის, რომ გაჩუმებული ხარ. ვინც 2022 წელს ჩუმად იყო მაშინ, როცა საქართველოს ომში ჩათრევაზე ზეწოლა მიდიოდა, ესეც ღალატია, მათ შორის მედიის მხრიდან, – განაცხადა პაპუაშვილმა.
0
0
ოზურგეთში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
25/04/2025