09/05/2024
12:03
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინის თქმით, „სიმართლე მეორე მსოფლიო ომის შესახებ“ ერევა მათ, ვინც „მიჩვეულია თავისი არსებითად კოლონიური პოლიტიკის აგებას ფარისევლობასა და ტყუილზე“.
"რევანშიზმი და ისტორიის დაცინვა", ისევე როგორც "ნაციზმის გამართლება" არის "დასავლეთის ელიტების ზოგადი პოლიტიკის ნაწილი" - თქვა მან.
პუტინმა ასევე განაცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომის პირველი სამი წლის განმავლობაში სსრკ "პირისპირ ებრძოდა ნაცისტებს", ხოლო "თითქმის მთელი ევროპა მუშაობდა ვერმახტის სამხედრო ძალაზე". ამასთან, მან აღნიშნა, რომ რუსეთი „არ ამცირებს მეორე ფრონტის მნიშვნელობას“ და მოკავშირეების დახმარებას.
პუტინი კვლავ დაემუქრა დასავლეთს "სტრატეგიული ძალებით".
„რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს გლობალური კონფლიქტი, მაგრამ, ამავდროულად, ჩვენ არავის მივცემთ უფლებას დაგვაშინოს. ჩვენი სტრატეგიული ძალები ყოველთვის მზადყოფნაში არიან“, - განაცხადა მან.
ცნობისთვის, მეხუთე ინაუგურაციის დროს, პუტინმა თქვა, რომ რუსეთი "გარდამტეხი მომენტის" პერიოდს გადის და უკრაინის სრულმასშტაბიანი შემოჭრის მონაწილეებს გმირები უწოდა.
0
0