19/10/2021
14:06
პოლიტიკა
მისივე განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას სტაბილურობა სჭირდება, რასაც, უკვე 18 წელია, „ნაციონალური მოძრაობა“ უშლის ხელს.
„ჩვენ არჩევნები უკვე მოვიგეთ 64-დან 44 მუნიციპალიტეტში, 20-ში დაგვრჩა მოსაგები. როგორც კი მოვიგებთ და არჩევნების მეორე ტური დასრულდება, მივიღებთ შემდეგ მოცემულობას - სრულად მოვიგეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ასევე, მოგებული გვექნება მათ მიერ გამოცხადებული ე.წ. რეფერენდუმი, მათი ბელადი არის ციხეში, ეს მესამე, და, შესაბამისად, ყველანაირი წინაპირობა იქმნება იმისთვის, რომ შემდეგი სამი წლის განმავლობაში, ქვეყანა სრულიად მშვიდად განვითარდეს. ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას სტაბილურობა სჭირდება, რასაც, უკვე, 9 არა, 18 წელია, „ნაციონალები“ ხელს უშლიან“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
0
0