
1989 წლის 9 აპრილის შემდეგ პროცესები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს აღმოსავლეთ ევროპაში წავიდა საოცარი სისწრაფით - განაცხადა რადიო ,,სივრცეში“ პირველი პრეზიდენტის შვილმა კონსტანტინე გამსახურდიამ.
რაც შეეხება დასავლეთის რეაქციებს, გამსახურდია მათ პროგორბაჩოულს უწოდებს -
,,ისინი ამბობდნენ, რომ 9 აპრილს საქართველოში ხალხმა ერთმანეთი გადაჯეგა. ბეიკერიც ამბობდა, რომ გაგებით უნდა მოკიდებოდნენ გორბაჩოვი - შევარდნაძის დილემას“ - თქვა მან.
კონსტანტინე გამსახურდიამ ამერიკის ვიცე - პრეზიდენტის, დენ ქუეილის ტოკიოში გაკეთებული განცხადება გაიხსენა, სადაც ვიცე-პრეზიდენტმა ყველაგსან მოულოდნელად თქვა, რომ რუსეთის ჯარმა მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენა ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ.
,,ეს ძალიან მოულოდნელი იყო იქაური ინსტამბლიშმენტისთვის“ - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ
0
0