
ქედს ვიხრი 9 აპრილს მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს დაღუპული ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ვიცე-პრემიერი ირაკლი ჩიქოვანი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ჩიქოვანი წერს, 9 აპრილი ქართველი ერის თავგანწირვისა და სიმტკიცის მკაფიო მაგალითია.
„1989 წლის 9 აპრილი საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია, რომელიც ჩვენი ერის თავგანწირვისა და სიმტკიცის მკაფიო მაგალითია. დღე, როდესაც გაცხადდა ქართველთა ერთიანობა და სამოქალაქო თანხმობა ქვეყნის თავისუფლებისთვის. სწორედ ასეთ სიმბოლურ დღეს, ზუსტად ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს შედგა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. ამ დღეს ხალხმა რეფერენდუმზე გამოხატა ჩვენი ერის ერთსულოვანი გადაწყვეტილება, ჩვენი სახელოვანი წინაპრების, დაღუპული გმირების ბრძოლისა და თავდადების შედეგი“, – წერს ირაკლი ჩიქოვანი.
0
0