
ილია მეორემ ამ დღეს გლოვის დღესთან ერთად უწოდა ჩვენი ერის სულიერი ამაღლების დღეც. ამ თარიღიდან ზუსტად 2 წელიწადში ჩვენ მივაღწიეთ დამოუკიდებლობას, მაგრამ ჩვენ გვმართებს, ვიზრუნოთ მისი შენარჩუნებისთვის, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში, სადაც 9 აპრილის მსხვერპლთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა.
„36 წლის წინ რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას შეეწირა 21 უდანაშაულო, მშვიდობიანი ადამიანი. და დღეს ჩვენ ვფიქრობთ ამ მოვლენის მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ერისთვის. სამშობლოსთვის თავგანწირვის დიდი გამოვლინება არის თავის სიყვარულის გზა და თავდადების, თავგანწირვის გზა.
9 აპრილს დაღუპულმა ჩვენმა ძმებმა და დებმა აირჩიეს თავგანწირვის გზა და სწორედ ამიტომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ამ დღეს გლოვის დღესთან ერთად უწოდა ჩვენი ერის სულიერი ამაღლების დღეც. ამ თარიღიდან ზუსტად 2 წელიწადში ჩვენ მივაღწიეთ დამოუკიდებლობას, მაგრამ ჩვენ გვმართებს, ვიზრუნოთ მისი შენარჩუნებისთვის. ღმერთმა აცხონოს სულნი 9 აპრილს დაღუპულთა, მონათა და მხევალთა ღვთისათა, ჩვენი ძმების და დების. ღმერთმა დალოცოს, გადაარჩინოს, გააძლიეროს საქართველო და ბედნიერი და მშვიდობიანი აღდგომა გაგვითენოს. ამინ!“ - განაცხადა მეუფე შიომ“.
სამების საკათედრო ტაძარში 9 აპრილის მსხვერპლთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
0
0