
გვიან ღამით ყაჩაღობა მოხდა წალენჯიხაში, სოფელ ჭალეში.
როგორც "სფეისნიუსისთვის" გახდა ცნობილი, 84 წლის მამაკაცს, რომელიც სახლში მარტო იმყოფებოდა, შეიარაღებული თავდამსხმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
წაღებულია 250 ლარამდე.
დაშავებული პოლიციას ექსპერტიზაზე ჰყავს გადაყვანილი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.
ინფორმაციას ადასტურებს მერის წარმომადგენელი, ავთანდილ მანია.
არსებული ინფორმაციით, პოლიციას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია.
შეგახსენებთ, ეს უკვე მეორე ყაჩაღობაა ბოლო ორ დღეში წალენჯიხაში.
16 სექტემბერს, გვაინ ღამით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მედანში, ერთ-ერთ ოჯახში რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა.
პირველადი ინფორმაციით, წაღებულია 10 ათას ლარზე მეტი, რომელიც დაზარალებულ ოჯახს თხილის ჩაბარების შედეგად ჰქონდა.
0
0