84 ადამიანი ზის ციხეში ლეგალურ მცენარეზე, მაპატიეთ, ამ 84 ადამიანზე ბევრად მეტად ვნერვიულობ, ვიდრე სააკაშვილზე - ვახტანგ მეგრელიშვილი
16/11/2021
22:06
პოლიტიკა
A-
+A
84 ადამიანი ზის ციხეში ლეგალურ მცენარეზე, მაპატიეთ, ამ 84 ადამიანზე ბევრად მეტად ვნერვიულობ, ვიდრე სააკაშვილზე, - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარტია „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.
მეგრელიშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობით დამოუკიდებლად, საკუთარი ნებით იგდებს თავს საფრთხეში.
„თავისი ნებით მძიმე მდგომარეობაში იგდებს ეს ადამიანი თავს. ამით რისკავს მთელი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას. შეიძლება, მე სტაბილურობაზე ვინერვიულო, მაგრამ ხომ არ მომეთხოვება ამ ადამიანზე ვინერვიულო? მომეთხოვება? მაინტერესებს. 80 ადამიანი გვიკვდება კოვიდით ყოველდღე, ჩვენს სტატისტიკას თუ დავუჯერებთ. 84 ადამიანი ზის ციხეში ლეგალურ მცენარეზე. მე ვნერვიულობ 84 ადამიანზე ბევრად მეტად, მაპატიეთ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილზე“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილი.
0
0
496
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%