16/06/2023
11:06
მსოფლიო
83 წლის ალ პაჩინოს კინოპროდიუსერ ნურ ალფალასგან მეოთხე შვილი შეეძინა. ვაჟს რომანი ჰქვია.
პაჩინოს პრესმდივანმა სტენ როზენფილდმა აღნიშნული ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ს დაუდასტურა, თუმცა დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.
ცნობილმა წყვილმა სულ რაღაც ორი კვირის წინ განაცხადა, რომ შვილს ელოდებოდა. გასული წლის აპრილში, პაპარაცებმა ისინი ერთად სადილობისას დააფიქსირეს, რამაც სპეკულაციები გამოიწვია მათი ურთიერთობის შესახებ. როგორც Page Six-ი იუწყება, ალ პაჩინო და ნურ ალფალა COVID-19-ის პანდემიის შემდეგ დაახლოვდნენ.
ამჟამად, ალ პაჩინოს კიდვ სამი შვილი ჰყავს: პირველი შვილი ჯული მერი სამსახიობო ხელოვნების მასწავლებლისგან [მეგობარი ქალისგან] ჯენ ტარანტისგან 1989 წელს შეეძინა, ხოლო 2001 წელს – ტყუპები - ენტონი ჯეიმსი და ოლივია როუზი – მსახიობ ბევერლი დ’ანჯელოსგან.
29 წლის ნურ ალფალა Instagram-ის გვერდზე საკუთარ თავს „რაკონტერს“ [საინტერესო ისტორიების ოსტატურ მთხრობელს] უწოდებს.
ალ პაჩინოს მსგავსად, 79 წლის მსახიობს რობერტ დე ნიროს ახლახანს მეშვიდე შვილი შეეძინა. მის უფროს [დრენა დე ნიროსა] და უმცროს შვილებს შორის ასაკობრივი სხვაობა 51 წელია.
0
0