01/07/2023
17:06
მსოფლიო
80 წლის ტაი ნგოკს, ბავშვობაში გადატანილი ციებ-ცხელების შემდეგ, 60 წლის განმავლობაში არ უძინია. მამაკაცის თქმით, მას უკანასკნელად რამდენიმე ათწლეულის წინ ეძინა - 1962 წლის შემდეგ მოზარდს ავადმყოფობამ უძილობის პრობლემა დაუტოვა.
როგორც ნგოკის ოჯახი, მეგობრები და მეზობლები ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მედიკოსი ამოწმებდა 80 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ვერცერთმა დაადგინა რეალურად აწუხებდა, თუ არა მას უძილობა.
ტაი ნგოკი მოგზაურ დრიუ ბინსკის უძილობის შესახებ ესაუბრა და აღიარა, რომ არც კი ახსოვს, ბოლოს როდის „დახუჭა თვალი“. დრიუ ბინსკი ტაი ნგოკს "სუპერმენს" უწოდებს.
ტაი ნგოკის ნათესავმა და მთარგმნელმა აღნიშნეს, რომ როდესაც ვიეტნამის ომის დროს ნგოკმა ხელი დაიზიანა, სასოწარკვეთილმა თქვა, რომ „მას ჩაძინება უნდოდა“.
ბინსკი ამტკიცებდა, რომ ტაი ნგოკის უძილობის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ომის [1955 -1975 წლებში] შედეგად გამოწვეული პოსტტრავმატული სტრესული აშლილობა იყოს.
როგორც ჩანს, ტაი ნგოკი საკმაოდ პროდუქტიულიც არის - ის დღეებს მინდვრად შრომაში ატარებს, ღამით კი ღვინოს ამზადებს.
დრიუ ბინსკი ერთი ღამით ტაი ნგოკთან დარჩა და თავად დაინახა, როგორ ცდილობდა ის დილის 4 საათზე დაძინებას, თუმცა ვერ შეძლო.
"ჩვეულებრივი ადამიანების მსგავსად, მასაც სჭირდება ძილი, თუმცა, ის ყოველთვის „წარუმატებლად“ ცდილობს დაძინებას ან ცოტა ხნით მაინც თვალების მოხუჭვას", - დასძინა ნგოკის ნათესავმა.
0
0