
საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია ქართველ გულშემატკივარს 8 მაისს საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
როგორც გურამ კაშია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, ეს არის მნიშვნელოვანი მატჩი, სადაც ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრები გამარჯვების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.
„8 მაისს, 17:00 საათზე, „თბილისი არენაზე“ ჩვენს ხელბურთელთა ნაკრებს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი. გამარჯვების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოვიპოვებთ. მინდა, ვუსურვო წარმატება მათ და მინდა გთხოვოთ, რომ ერთად ვუგულშემატკივროთ ყველამ ჩვენს ნაკრებს, ვისაც საშუალება ექნება, თამაშზე დაესწროს. დისტანციურად ვისაც მოგვიწევს ყურება, აუცილებლად ვუგულშემატკივროთ ჩვენს გუნდს. წარმატებები ბიჭებს, გამარჯვებისკენ“, – აღნიშნავს გურამ კაშია.
0
0