სანტა-მონიკაში დაჯილდოების ცერემონია Critics Choice Awards გაიმართა, რომელზეც ყველაზე მეტი - 8 ჯილდო „ოპენჰაიმერმა“ მიიღო. ამის შესახებ Variety წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კრისტოფერ ნოლანის ფილმმა გაიმარჯვა შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო მეორე პლანის მსახიობი (რობერტ დაუნი ჯუნიორი), საუკეთესო სამსახიობო ანსამბლი, საუკეთესო მონტაჟი, საუკეთესო ვიზუალური ეფექტები, საუკეთესო საუნდტრეკი, საუკეთესო კინემატოგრაფია.
„ბარბიმ“ 6 კატეგორიაში გაიმარჯვა, მათ შორის ნომინაციებში „საუკეთესო კომედია“ და „საუკეთესო სიმღერა“ (I’m Just Ken).
საუკეთესო ქალ მსახიობად ემა სტოუნი („საბრალონი“) დასახელდა, საუკეთესო კაც მსახიობად კი პოლ ჯამატი („მიტოვებულები“).
რაც შეეხება ტელენომინაციებს, ყველაზე მეტი ჯილდო მიიღეს სერიალებმა: „დათვი“, „მემკვიდრეობა“ და „მტრობა“.
0
0