08/08/2022
11:38
პოლიტიკა
მინდა შეგახსენოთ ყველას, რომ თარიღი 8 აგვისტო არასოდეს გამხდარა განხილვის საკითხი. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები აქ ყოველთვის 8 აგვისტოს ამოდიოდნენ, - ასე უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ ადიან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები მუხათგვერდის სასაფლაოზე 8-ში და არა 7 აგვისტოს.
პრემიერმა მედიის წარმომადგენლებს თარიღებთან დაკავშირებით სპეკულაციებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა და აგვისტოს ომში წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.
„მთავარი არის შემდეგი - თქვენ ტელევიზიების დე ფაქტო მფლობელის, ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ, მისმა გაუთვლელმა პროვოკაციულმა ნაბიჯებმა განაპირობა ის, რომ მათ თავიდან ვერ აიცილეს ომი. ეს იყო სააკაშვილისა და მისი გუნდის ღალატი. მათ გაწირეს ჩვენი ქვეყანა, გაწირეს ჩვენი ხალხი, გაწირეს ჩვენი სამხედროები“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
0
0