
76 წლის ასაკში ამერიკელი სტენდაპ კომიკოსი, მსახიობი და სცენარისტი რიჩარდ ლიუისი გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახდა, 2 წლით ადრე მსახიობმა თქვა, რომ პარკინსონის დაავადება სჭირს და სტენდაპ კომიკოსის კარიერას ასრულებს.
სტენდაპ კომიკოსის კარიერა ლიუისმა 1970-იან წლებში დაიწყო. განსაკუთრებული პოპულარობა 1980-იანი წლების გამოსვლებმა მოუტანა. Comedy Central-ის გამოკითხვაში ლიუისს ყველა დროის ყველაზე გავლენიანი სტენდაპერების სიაში 45-ე ადგილი უკავია.
სხვადასხვა დროს თამაშობდა ფილმებსა და სერიალებში, ძირითადად ასრულებდა კომედიურ როლებს. მის ნამუშევრებს შორის არის Robin Hood: Men in Tights, Leaving Las Vegas, Hugo Pool, Tales from the Crypt, Two and a Half Men, The Dead Zone.
ბოლო წლებში ხშირად თამაშობდა თავისი კოლეგისა და მეგობრის ლარი დევიდის სერიალში Curb Your Enthusiasm.
0
0