
„ფოქს ნიუსის“ ცნობით, 75 ქვეყანას შორის, რომელთანაც აშშ საიმიგრაციო ვიზების გაცემას შეაჩერებს, საქართველოც არის. სიაში მოხვდნენ აგრეთვე, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და მოლდოვა.
ამის შესახებ „ფოქს ნიუსი“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მემორანდუმზე დაყრდნობით წერს.
ქვეყნების ჩამონათვალი ასეთია: ავღანეთი, ალბანეთი, ალჟირი, ანტიგუა და ბარბუდა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბაჰამის კუნძულები, ბანგლადეში, ბარბადოსი, ბელარუსი, ბელიზი, ბუტანი, ბოსნია, ბრაზილია, ბირმა, კამბოჯა, კამერუნი, კაბო-ვერდე, კოლუმბია, კოტ-დ’ივუარი, კუბა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, დომინიკა, ეგვიპტე, ერიტრეა, ეთიოპია, ფიჯი, გამბია, საქართველო, განა, გრენადა, გვატემალა, გვინეა, ჰაიტი, ირანი, ერაყი, იამაიკა, იორდანია, ყაზახეთი, კოსოვო, ქუვეითი, ყირგიზეთი, ლაოსი, ლიბანი, ლიბერია, ლიბია, მაკედონია, მოლდოვა, მონღოლეთი, მონტენეგრო, მაროკო, ნეპალი, ნიკარაგუა, ნიგერია, პაკისტანი, კონგოს რესპუბლიკა, რუსეთი, რუანდა, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სენეგალი, სიერა-ლეონე, სომალი, სამხრეთ სუდანი, სუდანი, სირია, ტანზანია, ტაილანდი, ტოგო, ტუნისი, უგანდა, ურუგვაი, უზბეკეთი და იემენი.
მედიის ცნობით, პროცესის შეჩერება 21 იანვარს დაიწყება და განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდება, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ვიზების გაცემის პროცედურებს ხელახლა არ შეაფასებს.
„ფოქს ნიუსი“ წერს, რომ 2025 წლის ნოემბერში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დიპლომატიურ წარმომადგენლობებში გააგზავნა ბრძანება, რომელიც საკონსულოს თანამშრომლებისგან განმცხადებლების გამკაცრებულ შემოწმებას მოითხოვს. კერძოდ, საკონსულო თანამშრომლებს ავალდებულებს, უარი თქვან ვიზის გაცემაზე იმ პირებისთვის, რომლებიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო შეღავათებზე იქნებიან დამოკიდებული. გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული იქნება მრავალი ფაქტორი, მათ შორის: ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი, ინგლისური ენის ცოდნის დონე, ფინანსური მდგომარეობა, გრძელვადიანი სამედიცინო მოვლის პოტენციური საჭიროება და ა.შ.
“სახელმწიფო დეპარტამენტი გამოიყენებს თავის უფლებამოსილებას, რათა არაშესაფერისად მიიჩნიოს პოტენციური მიგრანტები, რომლებიც აშშ-ში ტვირთად იქცევიან და ისარგებლებენ ამერიკელი ხალხის გულუხვობით. 75 ქვეყნიდან მიგრაცია დროებით შეჩერდება, ვიდრე სახელმწიფო დეპარტამენტი გადახედავს საიმიგრაციო პროცედურებს იმ ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლის თავიდან ასაცილებლად, რომლებიც სოციალურ დახმარებასა და სახელმწიფო შეღავათებს გამოიყენებენ“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტომი პიგოტმა.
1tv
0
0
აშშ 75 ქვეყნისთვის ვიზების გაცემას შეაჩერებს
14/01/2026