მანჩესტერში, 7 წლის გოგონას ამელია ბერდს ექვსი ამერიკული პიტ ბული თავს დაესხა და დაკბინა.
DailyMail-ის ინფორმაციით, გოგონა საკუთარი სახლის გარეთ, თავის დასთან ერთად თამაშობდა, როდესაც აგრესიული ძაღლები თავს დაესხნენ და სახესა და სხეულზე დაკბინეს. ამელია ბერდს 30-ზე მეტი ნაკბენი აღენიშნებოდა. ბავშვი მანჩესტერის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას რვა დღეში სამი გადაუდებელი პლასტიკური ოპერაცია ჩაუტარდა.
ექიმების ინფორმაციით, ოპერაციის შემდეგაც კი, გოგონას თვალის ირგვლივ, მუცელზე, ზურგზე, ფეხებსა და მკლავებზე პერმამენტული ნაწიბურები დარჩა. ამჟამად, ბავშვს პოსტოპერაციული ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია უტარდება.
პოლიციამ ძაღლების მფლობელს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილიდან ძაღლის გაუკონტროლებლობასა და ადამიანის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებასთან დაკავშირებით ბრალი წაუყენა.
როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რიში სუნაკის მიერ ინიცირებული კანონის მიხედვით, ინგლისსა და უელსში, ამერიკული პიტბულის ჯიშის ძაღლების ყოლა შესაბამისი სერტფიკატის გარეშე აკრძალულია. შოტლანდიაში, აღნიშნული კანონი ივლისის ბოლოდან ამოქმედდება.
0
0
საქართველოს პრეზიდენტმა 37 პირი შეიწყალა
21/06/2025