-share.jpg)
შეგნებულად შეცვლილი ომის თარიღი და ისტორიის გაყალბების მცდელობა - „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს რვა აგვისტოს გადიოდა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე და ომის დაწყების თარიღი სწორედ რვა აგვისტო იყო, თუმცა 2013 წლიდან მას შემდეგ რაც ხელისუფლება შეიცვალა, სააკაშვილის პარტიამ თარიღი შეცვალა.
წელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ომის დაწყების თარიღად შვიდ აგვისტოს ასახელებს და გეგმავენ გმირთა საფლავებზე მისვლას.
აღსანიშნავია, რომ იმჟამინდელი პრეზიდენტის ბრძანებულებაში, რუსების შემოჭრის თარიღად 8 აგვისტოა მითითებული, ხოლო ომიდან ორ თვეში „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერილ ევროსაბჭოს რეზოლუციაში, ომის დაწყების თარიღად, შვიდი აგვისტოა აღნიშნული.
2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა.
2008 წლის რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციის შედეგად 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საქართველოს 2 232 მოქალაქე დაიჭრა და დაშავდა; საქართველოს ტერიტორიაზე 263 598 დევნილია; საქართველომ კონტროლი დაკარგა 151 დასახლებულ პუნქტზე.
0
0