-share.jpg)
საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის პროცესი იწყება.
საქმე მოსამართლეთა კოლეგიის ერთ-ერთ ახალ მოსამართლეს დაეწერა, რადგან ძველი პენსიაზე გავიდა.
დღეს გაირკვევა საქმის განხილვა ხელახლა მოხდება თუ - მიმდინარე ეტაპზე. ადვოკატებს ორი შუამდგომლობა ექნებათ, მათ შორის, მოითხოვენ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის გაუქმებას. ადვოკატები და ექსპრეზიდენტის დედა ამბობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მზად არის ონლაინ ჩაერთოს "ვივამედის" კლინიკიდან.
"საერთოდ გააკეთა განცხადება, მარტო ამ პროცესზე კი არა, თქვა, რომ ჩაერთვება და დაესწრება ხოლმე სასამართლო პროცესზე. დღეს თუ მოხერხდა ტექნიკურად, ალბათ ჩაერთვება. ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ იგივეა, დილა იწყება მაღალი წნევით, სიცხეც აქვს ხოლმე და სისუსტე,"- აცხადებს მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია.
0
0