
7 იანვარს, შობას, თოვლიანი ამინდია ნავარაუდევი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მთასა და მაღალმთაში შესაძლებელია ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ხილვადობის გაუარესება.
სამცხე-ჯავახეთში თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი. 7 იანვარს, ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 4 და ღამით კი, მინუს 1 და გრადუსს უნდა ველოდოთ.
ბორჯომში დღისით 4, ღამით კი, მინუს 1 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში, ტემპერატურა დღისით- 3 გრადუსი იქნება, ღამით კი, მინუს 2. ადიგენში დღისით 1, ღამით მინუს 2 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 0, ღამით მინუს 6 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით მინუს 2 -ს, ღამით მინუს 7 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზე მოთოვს. აბასთუმანში დღისით მაქსიმალური ტემპერატურა 1 გრადუსი, ხოლო ღამით- მინუს 3 გრადუსი იქნება. ბაკურიანში დღისით მინუს 2, ღამით კი -მინუს 6 გრადუსი.
თოვლია მოსალოდნელი გუდაურშიც. ხვალ დღისით მინუს 6, ღამით, კი მინუს 13 გრადუსი იქნება.
სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოში ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე კი შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 1 გრადუსი იქნება.
0
0