
ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ „ფორმულას“ ეთერში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სააკაშვილს კახექსიის მძიმე ფორმა აქვს.
„ჩვენ ავწონეთ პაციენტი და 63 კგ და 400 გრამი იყო. წონას შორის მერყეობა სხვადასხვა პროცესებთან დაკავშირებით შეიძლება ხდებოდეს. 4 კგ-ს თუ იკლებს ადამიანი თვეში, რომელიც ისედაც კახექსიურია, გამოვა რომ რამდენიმე თვეში ის 50 კილოგრამს ჩამოსცდება.
ეს უკვე ძალიან საშიში ნიშნულია. საშიში ნიშნულია 56 კილოგრამს ქვევითაც. ჩვენ ხომ ვითვლით სხეულის მასის ინდექსს. საწოლს მიჯაჭვულობა მარტო წონის კლებაზე არ არის დამოკიდებული, ასევეა დამოკიდებული ფიზიკურად არააქტიურობაზე, რაც მეტი ხანი წევს ადამიანი საწოლში, უფრო მეტად ხდება საწოლს მიჯაჭვული. ახლა პაციენტი პრაქტიკულად არ მოძრაობს, ესეც ერთ-ერთი რისკფაქტორია. არ მოძრაობს ის თავისი სტრესიდან გამომდინარე“, - აცხადებს წულაძე.
ამასთან, ექიმის თქმით, სააკაშვილს კახექსიის ბოლო, მძიმე სტადია აქვს.
ექიმის თქმით, ანორექსიის შემთხვევაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გართულება არითმიებია.
„ამიტომ ვღელავთ ჩვენ. ამიტომ ღელავს „ვივამედის“ კლინიკის ხელმძღვანელობა. რისკი რეალურია, ამას ვხედავთ და რეალიზებას ვახდენთ“, - აცხადებს წულაძე.
0
0