
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევას აქვეყნებს.
კვლევის კითხვაზე პარლამენტში და ადგილობრივ თვითმმართველობაში არჩეული ოპოზიციური პარტიები ხალხის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ?
61% ფიქრობს, რომ ოპოზიცია არ მოქმედებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, 21% ამბობს, რომ ოპოზიცია ხალხის ინტერესებით მოქმედებს, 17% აცხადებს რომ არ იცის, ხოლო 1% უარს ამბობს პასუხზე.
ცნობისთვის, NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით.
კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე.
აღნიშნული ანგარიში 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).
მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.
0
0