06/07/2023
16:49
მსოფლიო
თურქეთში წლის პირველ ნახევარში 52 993 მიწისძვრა დაფიქსირდა მაგნიტუდით 4,0 და მეტი.
„1 იანვრიდან 30 ივნისამდე პერიოდში მომხდარი მიწისძვრების მონაცემების შესწავლისას, ანუ 2023 წლის პირველ ექვს თვეში, თურქეთში და მიმდებარე რეგიონებში დაფიქსირდა 669 მიწისძვრა მაგნიტუდით 4.0-იდან 4.9-მდე, 58 5.0-იდან 5.9-მდე. 2 მაგნიტუდით 6.0-იდან 6.9-მდე და კიდევ ორი 7.0-იდან 7.9-მდე. სულ 52993 მიწისძვრა. აქედან იანვარში დაფიქსირდა 3 123 მიწისძვრა, თებერვალში 14 231, მარტში 13 958, აპრილში 9 172, მაისში 7 138 და ივნისში 5 371“, - განაცხადა ოზმენმა.
მისი თქმით, თურქეთი მდებარეობს პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ სეისმურ ზონაში - ალპიურ-ჰიმალაის სეისმურ სარტყელში, რასთან დაკავშირებითაც მიწისძვრების საფრთხე რჩება.
ოზმენმა აღნიშნა, რომ თურქეთში და მის მიმდებარე რაიონებში მომხდარი მიწისძვრების მონიტორინგს და აღრიცხვას 1143 სადგურის მეშვეობით ახორციელებს საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და დახმარების სამსახური (AFAD).
ოზმენის თქმით, AFAD-ს აქვს მიწისძვრის მონიტორინგის სადგურების სიდიდით მეორე ქსელი ევროპაში.
0
0