05/08/2024
11:16
ეკონომიკა
საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალის თანახმად, 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 5 200 ტონა $18 667 140 ღირებულების მეორადი ტანსაცმელი შემოვიდა, წინა წლის იგივე პერიოდში კი 4 900 ტონა $20 300 190 ღირებულების.
მონაცემების თანახმად რაოდენობრივად მეორადი ტანსაცმლის იმპორტი 6%-ით გაიზარდა. პროდუქციის შემოტანა კი 13%-ით გაიაფდა. მთავარი იმპორტიორი თურქეთია, ხუთეულში ასევე შედიან აშშ, არაბთა გაერთიანებული საამიროები, გაერთიანეული სამეფო და ნიდერლანდები. 1 ტონა მეორადი ტანსაცმლის შემოტანა ყველაზე ძვირი აშშ-დან ჯდება ($12523), ყველაზე იაფი კი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ($2654).
რაც შეეხება ექსპორტს 2024 წლის 6 თვეში საქართველოდან $114 500 ღირებულების 54 ტონა მეორადი ტანსაცმელი გავიდა ისეთ ქვეყნებში როგორიცაა აზერბაიჯანი, ბელგია, თურქეთი, კანადა და ყაზახეთი.
0
0