ინგლისში ექვსი ფეხით დაბადებულ სპანიელს, რომელიც სუპერმარკეტის ავტოსადგომზე იპოვეს, ოპერაცია ჩაუტარდა. ქირურგიული ჩარევის დროს ძაღლს ზედმეტი კიდურები მოაშორეს.
შავი ფერის დედალ სპანიელს, რომელსაც პატარა ქალთევზას მთავარი პერსონაჟის, არიელის სახელი დაარქვეს, 2 დამატებითი კიდური სხეულის უკანა ნაწილიდან, კუდის გვერდით ჰქონდა გამოზრდილი.
ძაღლი, რომელსაც სხეულზე მრავალი სხვა თანდაყოლილი დეფექტიც აღენიშნებოდა, სექტემბერში იპოვეს. ის Greenacres Rescue-მ შეიფარა და მისთვის ოპერაციისთვის საჭირო თანხაც შეაგროვა.
ლენგფორდ ვესტის პატარა ცხოველებისთვის განკუთვნილ რეფერალურ საავადმყოფოში, რომელიც ბრისტოლის უნივერსიტეტის ნაწილია, ამბობენ, რომ 6-ფეხიანი ძაღლი აქამდე არასდროს უნახავთ და მსგავსი ოპერაციაც არასდროს ჩაუტარებიათ.
ოპერაციის შემდეგ არიელი თავს კარგად გრძნობს. 20 იანვარს ის კლინიკიდანაც გაწერეს.
0
0