
TasteAtlas-ის კერძების რეიტინგის მიხედვით, 2023 წლის 7 ივნისამდე „შიგნეულისგან (გულ-ღვიძლისგან) დამზადებული 100 ყველაზე პოპულარული კერძების“ სია გამოქვეყნდა. მე-7 ადგილზეა კუჭმაჭი, 46-ე ადგილს ქართული კერძი ხაში იკავებს, მე-14 ადგილს კი - მუჟუჟი.
TasteAtlas-ის კერძების რეიტინგში ხაშისა და მუჟუჟის რეცეპტიც არის მოცემული:
ნათქვამია, რომ ხაში - ფართოდ განიხილება, როგორც ბახუსის შესანიშნავი სამკურნალო საშუალება. ეს წვნიანი ძროხის ჩლიქების, ფაშვისა და ნაწლავების ნახარშია. ასევე შეიძლება გამოყენებული იყოს სტაფილო, ხახვი, ბულგარული წიწაკა და სხვადასხვა მწვანილი. ბულიონის მომზადების შემდეგ ქვაბში ამატებენ რძეს ან რძეში დასველებულ პურის ნაჭრებს, მარილს პილპილსა და დაჭრილ ნიორს.
როგორც ამბობენ, ხაში მაშინ გამოიგონეს, როცა ღარიბებს საქონლის ხორცი მთლიანად მდიდრებისთვის უნდა გადაეცათ და მათ მხოლოდ ცხოველის აღნიშნული ორგანოები, თავი და ჩლიქები რჩებოდათ. მას შემდეგ, რაც წვნიანი ჯანსაღი კვებისთვის განკუთვნილ კერძად მიიჩნიეს, ის ყველა სოციალური კლასისთვის პოპულარული გახდა.
მუჟუჟი ტრადიციული ქართული კერძია, რომელიც მოიცავს ღორის ხორცის ნაწილებს, როგორიცაა კუდი, ყურები და ფეხები. შიგნეული გაზავებულია ძმრით, ბოსტნეულით და სანელებლებით, ასევე კერძში გამოყენებულია ხახვი, სტაფილო, ნიორი, დარიჩინი, დაფნის ფოთოლი და წიწაკის მარცვლები. ეს კერძი შეიძლება მიირთვათ როგორც ცხლად, ასევე ცივად. ქართველები კი მას ზემოდან გაცივებული ცხიმის ფენით აგემოვნებენ.- ნათქვამია პუბლიკაციაში.
0
0
რუსეთის პრეზიდენტი სექტემბერში ჩინეთში ჩავა
11/05/2025