
ამხანაგურ მატჩში პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ტაილანდს 6:0 ამარცხებს.
მასპინძლებმა თავიდანვე დიდი ძალებით შეუტიეს და სამი გამოუყენებელი მომენტის შემდეგ დავითაშვილმა შორიდან ლამაზი გოლი გაიტანა. ცოტა ხანში კუთხურიდან ჩაკვეტაძის ჩაწოდებულ ბურთს ლოჩოშვილმა სტუმართა კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. 24-ე წუთზე მცველისა და მეკარის შეცდომას მიქაუტაძის გოლი მოჰყვა. გამოჩნდა, რომ მეტოქე ჩვენს გუნდზე აშკარად დაბალი კლასის იყო, წინააღმდეგობას ვერ უწევდა, საკუთარ კარს იყო მიჯაჭვული, კიდევ რამდენიმე გოლს გადაურჩა, თუმცა მიქაუტაძემ მერე ჰეთ-თრიკი შეასრულა, დავითაშვილმა დუბლი და პირველი ტაიმი 6:0 დასრულდა.
თბილისი. „მიხეილ მესხი“
საქართველო - ტაილანდი
გოლები: 1:0 დავითაშვილი (9), 2:0 ლოჩოშვილი (12), 3:0 მიქაუტაძე (24), 4:0 მიქაუტაძე (34), 5:0 მიქაუტაძე (41), 6:0 დავითაშვილი (44)
საქართველო: ლორია, კვირკველია, ლოჩოშვილი, გელაშვილი, მექვაბიშვილი, ქოჩორაშვილი, შენგელია, ლობჟანიძე, ჩაკვეტაძე, დავითაშვილი, მიქაუტაძე
წყარო: sportall.ge
0
0
კოტე იოსელიანი უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის
08/06/2025