
50 Cent-მა(ნამდვილი სახელი კერტის ჯექსონი) კონცერტის მსვლელობის დროს მიკროფონი ისროლა, რომელიც ერთ-ერთ მსმენელს მოხვდა. სოციალურ ქსელებში კონცერტზე გადაღებული ვიდეოები ვრცელდება.
შემთხვევა ლოს-ანჯელესში Crypto.com Arena-ზე მოხდა. რეპერს კონცერტის ორგანიზატორმა ორჯერ ზედიზედ გაფუჭებული მიკროფონი მიაწოდა, გაუმართავ ტექნიკაზე გაბრაზებულმა ჯექსონმა ერთი მიკროფონი დიდი ძალით მსმენელის მიმართულებით ისროლა.
კონცერტის დასრულებიდან რამდენიმე საათში რადიოს წამყვანმა ბრაიანა მონეგეინმა გამოცემა TMZ-ის განუცხადა, რომ ჯექსონის მიერ ნასროლი მიკროფონი მას მოხვდა. მოგვიანებით მონეგეინმა გამოცემას კონცერტის შემდეგ გადაღებული ფოტო მიაწოდა.
რეპერის წარმომადგენელმა, ადვოკატმა სკოტ ლიმონმა შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა:
"მოდით ერთ რამეზე შევთანხმდეთ, ჩემი კლიენტი განზრახ არავის, არასდროს ესროდა მიკროფონს".
https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=aVrq-TFGcbg&embeds_referring_euri=https%3A%2F%2Ftabula.ge%2F&source_ve_path=MzY4NDIsMjg2NjY&feature=emb_logo
0
0