
რუსმა პოლიტიკოსმა მიხეილ ხოდორკოვსკიმ რუსეთის ფინანსთა სამინისტროს დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, თუ რა ოდენობის თანხაა გადახდილი უკრაინის წინააღმდეგ ომში დაღუპულთა ახლობლებისთვის.
თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, ასევე მითითებულია დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობაც - თითქმის 50 ათასი.
ხადარკოვსკსი თქმით, დოკუუმენტმა სოციალურ ქსელში გაჟონა. მასში აღნიშნულია, რომ 24 აგვისტოს მდგომარეობით, უკრაინაში 48 759 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. დაღუპულთა ახლობლებს რუსეთის ბიუჯეტიდან 361,4 მილიარდი რუბლი (თითქმის 59 მილიონი დოლარი) გადაუხადეს. ამრიგად, თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლეს 7,4 მილიონ რუსულ რუბლად (120 000 აშშ დოლარი) აფასებს.
გარდა ამისა, თავდაცვის სამინისტრო დოკუმენტში სთხოვს რუსეთის ფინანსთა სამინისტროს გამოყოს კიდევ ტრილიონი რუბლი (16 მილიარდი დოლარი) ამ წლის ბოლომდე, როგორც კომპენსაცია, დაღუპულთა ოჯახებისთვის. ხადარკოვსკის თქმით, თავდაცვის სამინისტრო უშვებს ალბათობას, რომ რუსეთი, მომდევნო წლის ბოლომდე, 200 ათას სამხედრო მოსამსახურეს დაკარგავს.
0
0