06/07/2022
13:34
სამართალი
5 ივლისი: ძალადობა, რომლის ორგანიზატორები დაუსჯელები არიან და ჟურნალისტები, რომელთა ნაწილმა პროფესია და ქვეყანა დატოვა…
5 ივლისის მასობრივი ძალადობიდან ერთი წელი გავიდა დ ა საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს ჯერაც არ გამოუვლენიათ ჟურნალისტებზე და აქტივისტების ოფისებზე თავდასხმების ორგანიზატორები.
მათ, ვინც თბილისის ცენტრში შეკრებილ ჰომოფობიურ და ძალადობრივ ჯგუფებს ედგნენ სათავეში, ახლა ოფიციალურად რეგისტრირებული პოლიტიკური პარტია აქვთ და უწინდელის მსგავსად, არც ამჟამად ერიდებიან ძალადობის მუქარებს მათთვის არასასურველი პირებისა თუ ჯგუფების მიმართ.
სამოქალაქო სექტორი 5 ივლისის ძალადობის გამოძიების პროცესს აკრიტიკებს, ევროპარლამენტის რეზოლუციაში კი ნათქვამია, რომ ასეთი ქმედებების ჩამდენთა დაუსჯელობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს შეწყნარებული.
საით (არ) წავიდა გამოძიება
ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის მიერ ნაცემი ლაშქარავა დღეს ცოცხალი აღარ არის, რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი კი, პროფესიიდან წავიდა.
ქვეყანა დატოვა, საინფორმაციო სააგენტო spacesnews- ის ოპერატორმა თორნიკე ვაჩეიშვილმაც.
“5 ივლისის შემდეგ ჩემი ცხოვრება შეიცვალა. ძალიან მძიმე სტრესი მივიღე. მხოლოდ იმ ადამიანებმა, ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა ვიცით, იქ რა ხდებოდა და რა შეიძლება დაგემართოს ამის შემდეგ, პირად ცხოვრებაშიც და პროფესიაშიაც. ჩემთვის, ძალიან რთული იყო ამ პროფესიაში დარჩენა და აქ ცხოვრების გაგრძელება. ადამიანები, რომლებიც თავს გვესხმოდნენ, შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, გვემუქრებოდნენ- ჯერ კიდევ დაუსჯელები არიან. სამწუხაროდ, ჩემს ქვეყანაში თავს დაცულად ვერ ვგრძნობდი. პროფესიაში და ქვეყანაში დარჩენაც ჩემი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი იყო.“ — ამბობს, თორნიკე ვაჩეიშვილი spacesnews- თან საუბრისას.
ესენი არიან მედიის ის წარმომადგენლები, რომლებიც 2021 წლის 5 ივლისს, “თბილისი პრაიდის” კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი “ღირსების მარშის” ჩასაშლელად დედაქალაქის ქუჩებში გასული ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდნენ.
მასობრივ ძალადობას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომლის თანახმადაც, “ღირსების მარშის” უკან “რადიკალური ოპოზიცია” იდგა.
აგრესიულად განწყობილმა პირებმა, რომელთაც საქართველოში მოქმედი პრორუსული ტელევიზია “ალტ-ინფო” ხელმძღვანელობდა, ოპოზიციის კარვები და აქტივისტების ოფისები დაარბიეს, მოვლენათა გასაშუქებლად გასულ ჟურნალისტებს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ და აპარატურა გაუნადგურეს.
0
0
ესტონეთში ომი არ იქნება - ალარ კარისი
25/12/2024