-share.jpg)
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე პროცესზე, პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მალხაზ ურთქმელიძემ შაჰინ ემანუელ ლახანს დღეს რამდენიმე კითხვით მიმართა,
ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა “5 ენაზე საუბრისა" და “წერილების წერის” შესაძლებლობას.
“ადამიანი წერილებს წერს, ეს არის დემენციის გამოხატულება?” – ჰკითხა პენიტენციურის წარმომადგენელმა ნევროლოგს.
ემანუელ ლახანიმ პენიტენციურს აუხსნა, რომ დემენციის დროს წერილების წერა შესაძლებელია.
“დიახ, ეს შესაძლებელია. ძირითადი პრობლემები იქმნება ადამიანის აღმასრულებელი ფუნქციების გამოვლინებაში. დაზიანებულია მოკლევადიანი მეხსიერება. ყურადღება და ფოკუსირება. ის ნაწილია ტვინის დაზიანებული, რომელიც გამართულად ლაპარაკის შესაძლებლობას იძლევა”.
ურთმელიძემ ასევე დააზუსტებინა ამერიკელ ნევროლოგს - “დემენცია ფსევდოდემენციაში ხომ არ ეშლება?"
“5 ენაზე რომ ლაპარაკობს, ფსევდოდემენციაში ხომ არ გეშლებათ?”
ამერიკელმა მედიკოსმა პენიტენციურს განუმარტა, რომ ფსევდოდემენციას ადგილი არ აქვს.
0
0