12/10/2022
18:02
მსოფლიო
ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე, დაახლოებით 477 ვეშაპი ახალი ზელანდიის ორ დაშორებულ სანაპიროზე მასობრივი გამორიყვის დროს მოკვდა.
გამორიყული ვეშაპებიდან ვერცერთის გადარჩენა და ოკეანეში ატივტივება ვერ მოახერხდა. ყველა მათგანი ან ბუნებრივი სიკვდილით მოკვდა და ან დაანიძინეს, თქვა დარენ გროვერმა, არაკომერციული კომპანია “პროექტი იოანეს” გენერალური მენეჯერმა, რომელიც ვეშაპების გადარჩენას ისახავს მიზნად.
ზვიგენები ჩეთჰემის კუნძულებზე გამოირიყნენ, რომლებიც ახალი ზელანდიის ცენტრალური კუნძულებიდან 800 კილომეტრით არიან დაშორებულები.
ბუნების დაცვის დეპარტამენტის განცხადებით, პარასკევს ტუპუანგის ნაპირზე 232 ვეშაპი გამოჩნდა, ორშაბათს კი კიდევ 245 გამოირიყა ვაიჰერეს სანაპიროზე.
სულ რაღაც ორი კვირის წინ, ავსტრალიაში, ტასმანიის სანაპიროზე 200 პილოტი (სახეობა) ვეშაპი მოკვდა.
“ეს მოვლენები რთულ გამოწვევად გვევლინებიან,” განცხადებას აქვეყნებს დეპარტამენტი “ფეისბუკზე, “იმის მიუხედავად, რომ ეს ბუნებრივი პროცესია, ვეშაპების სიკვდილი მაინც სევდიანი და რთულად გადასატანია, განსაკუთრებით იმათთვის, ვისაც ბუნებისთვის გული უწუხს.”
ვინაიდან მასობრივი გამორიყვები შორეულ სანაპიროებზე მოხდა, სადაც ზვიგენების საშიშროება არის, მოხალისეების მობილიზება ვერ შეძლეს, რათა ვეშაპების გადარჩენა მათი წყალში შეცურებით ეცადათ. ამიტომაც, ყველაზე ჰუმანური გამოსავალი გამორიყული და გადარჩენილი ვეშაპების დაძინება აღმოჩნდა.
პილოტი ზვიგენების მასობრივი გამორიყვები ახალ ზელანდიაში ყოველწლიური ბუნებრივი მოვლენაა. მეცნიერებმა არ იციან, მიზეზად რა უდგას უკან გამორიყვებს. ერთი ვარაუდი ისაა, რომ მათი სანავიგაციო სისტემა ქვიშიან ნაპირებთან ახლოს ირღვევა, რომლებიც საკვების სიუხვით იზიდავენ ვეშაპებს და ვეშაპები ღრმა წყალში გაგნებას ვეღარ ახერხებენ.
ვეშაპები ექოლოკაციას ეყრდნობიან, მაგრამ ეს უნარი მათ იმის აღქმაში ვერ ეხმარება, რომ ისინი სახიფათოდ დაბალ წყალში იმყოფებიან. ნაპირთან ახლოს მიქცევ-მოქცევა და ტალღების ბიძგები ბევრად მძლავრია ვიდრე ღრმა წყალში. ამიტომაცაა, რომ ვეშაპები ნაპირებზე ირიყებიან.
რადგან იმ სანაპიროებზე, სადაც ვეშაპები გამოირიყნენ, ხალხი არ ირევა, ვეშაპების სხეულებს წყალში არ ჩაძირავენ და არც დამარხავენ.
“ბუნება კარგი გადამამუშავებელია და ვეშაპების სხეულებში შენახული ენერგია ბუნებას მალევე დაუბრუნდება,” - ამბობს დარენ გროვერი.
წყარო: Phys.org
მოამზადა: ანა მთვრალაშვილმა
0
0