
44 პატიმარზე პასუხისმგებლობა ეკისრება მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ეს სიშლეგე მოიგონა - ამის შესახებ "ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"44 პატიმარზე პასუხისმგებლობა ეკისრება მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ეს სიშლეგე მოიგონა.
ასევე, მამუკა ხაზარაძეს, რომელმაც ამ სიშლეგეს 24/7 ეთერი უყიდა და ორი თვის განმავლობაში სასოწარკვეთილ მოქალაქეებს ტვინი ურეცხა დროშაში გაბუდნული, დებილი მჩხიბავებით, თან ისე, რომ ამ სიშლეგის კრიტიკოსებს უბლოკავდა!
რეჟიმიო - მხეცს რომ დაღებულ ხახაში ცხვრებს ჩაუყრი, შეჭამს! და ეს მხეცის ბრალი არ იქნება - მხეცია და იმიტომ.
ახლაც, მონა ტელემედიების დახმარებით, დგანან და ქართველ ხალხს ატყუებენ, თითქოს სააკაშვილის სიშლეგესა და ხაზარაძის კოლაბორანტობას შორის იყო არჩევანი და მესამე გზა - მტკიცე, მშვიდობიანი და განგრძობითი საპროტესტო მარათონის არ არსებობდა.
ისევ გატყუებენ ხაზარაძემედიები მეგობრებო.
ისევ გიმალავენ საღ აზრს.
და ისევ ბიძინასტანის მსხვერპლად გწირავენ!
ეს ვუთხარი გუშინ ტვ პირველს - ანუ ხაზარაძის ბუასილს - და არათუ კომენტარი არ გაუშვა, ჩანაწერიც კი არ მომცა რომ მე დამედო კედელზე. 🙂
(ფულს მათხოვრობენ - კაპიკი არ
ჩაურიცხოთ, ვინც მე მენდობით მეგობრებო მაგ ოლიგარქიულ ბუასილებს - ისე უნდა განადგურდნენ ეგ მანიპულაციის კლოაკები , რომ სამაგალითო კარიერულ სირცხვილად დარჩეს მანდ მუშაობა ყველას)." - წერს ჩერგოლეიშვილი
0
0