
კოლუმბიაში, ამერიკელი მამაკაცი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, 42 წლის მეთიუ მილერის სიკვდილის სავარაუდო მიზეზად პრეპარატის მიღება დასახელდა, რომელსაც ვეტერინარები შინაური ცხოველების ევთანაზიისთვის იყენებენ.
როგორც DailyMail-ი წერს, საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ინციდენტამდე, 42 წლის მეთიუ მილერმა მედელინში მცხოვრებ ყოფილ შეყვარებულს „ტელეგრამით“ ბიზნესისა და სახლის დაკარგვის შესახებ შეტყობინება გაუგზავნა. აღნიშნული პრობლემების გამო, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ თავი მოეკლა.
მოგვიანებით, მეთიუ მილერის ყოფილი შეყვარებული და რამდენიმე მეგობარი მის ბინაში მივიდნენ, თუმცა კარი დაკეტილი დახვდათ. ერთ-ერთმა პირმა სახლში შესვლა შეძლო და მილერი საწოლზე მკვდარი იპოვა. წყაროს თქმით, მილერის გარდაცვალების მიზეზი, მოწამვლის გზით, თვითმკვლელობა გახდა.
„გამოძიების თანახმად, მილერს პიროვნული აშლილობა აღენიშნებოდა და ის ასევე დეპრესიას ებრძოდა. მილერის ორგანიზმში აღმოჩნდა თხევადი ქიმიკატი, რომელიც შინაური ცხოველების ევთანაზიისთვის გამოიყენება,“ - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
0
0
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 81 წელი შესრულდა
09/05/2026