
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩი ესპანეთის ქალაქ ტორელავეგაში ჩაატარა და მეტოქე 41:3 დაამარცხა. ქართველებმა ესპანეთის ნაკრებს 7 ლელო გაუტანა და დამსახურებულად გაიმარჯვა.
ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალურ შეხვედრას თბილისში ჩაატარებს, „ბორჯღალოსნების“ მეტოქე 19 თებერვალს, რუმინეთისა და პორტუგალიის მატჩში გაირკვევა.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფის ორ-ორი მოწინავე თასის ნახევარფინალში გადის – A ჯგუფის გამარჯვებული B ჯგუფის მეორეადგილოსანს მასპინძლობს, B ჯგუფის გამარჯვებული კი A ჯგუფის მეორეადგილოსანს. ჯგუფში მესამე-მეოთხეადგილოსნები V-VIII ადგილებისთვის განაგრძობენ ბრძოლას.
ნახევარფინალები 4-5 მარტს, ხოლო ფინალები 18-19 მარტს შედგება.
0
0
უმეტესად ღრუბლიანი - ამინდი ხვალ
24/07/2025