
ექიმმა, რომლის ვინაობა გერმანიის კონფიდენციალურობის კანონების შესაბამისად არ სახელდება, ოთხი ხანდაზმული პაციენტი მოკლა და შემდეგ, მან სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით, მსხვერპლთა ბინებში ხანძარი გააჩინა.
ექიმი საექთნო სამსახურის პალიატიური მზრუნველობის გუნდის წევრი იყო. როგორც პროკურორებმა და პოლიციამ განაცხადეს, პაციენტების საქმეების შესწავლის შემდეგ, გარდაცვლილთა სასამართლო ექსპერტიზა ჩაატარეს, რომელთაგან ორი ექსჰუმირებული იყო. სავარაუდო მსხვერპლთა შორის 70 წლის მამაკაცია, რომელიც მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ექიმმა მას, სავარაუდოდ, წამლების ლეტალური ნარევი მიაღებინა. ასევე ანალოგიურ მდგომარეობაში მოკლული სავარაუდო მსხვერპლი 61 წლის ქალი იყო. რამდენიმე კვირის შემდეგ, გამოძიებამ დაადგინა, რომ მან 83 წლის მამაკაცს ბერლინის საავადმყოფოში, თავისსავე კაბინეტში, მედიკამენტების ნარევი მიაღებინა, რამაც პაციენტის სიკვდილი გამოიიწვია.
პროკურატურის ინფორმაციით, ექიმს მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებზე ჯერჯერობით არ უპასუხია.
0
0