
4 წელი და 6 თვე მიუსაჯეს ცხოვრებას უნადგურებენ ახალგაზრდა 21 ბიჭს - ასე გამოეხმაურა თაკო ჩარკვიანი მათე დევიძის განაჩენს.
"4 წელი და 6 თვე მიუსაჯეს ცხოვრებას უნადგურებენ ახალგაზრდა 21 ბიჭს, მეძახეთ ახლა ოპოზიციიდან ზოგიერთმა თაღლითმა და კრეტინმა :”უი არა რუსთაველზე არა , რევოლუცია არა, აქციებმა დაკარგა აქტუალობა “, ( რევოლუცია სულაც არ გულისხმობს შეიარაღებას, აჯანყების უფლება ევროპული კონვენციით ხალხისთვის მონიჭებული უფლებაა სრულიად მშვიდობიანი) “ჩარკვიანმა რაც თქვა ეგ რადიკალიზმია, ვაი ქ.ნო თაკო ლეიბები არა, ეგ რადიკალიზმია ” ვაი თქვენს პატრონს “პაივცემულებო”, ოპოზიციონერი რომ იტყვის ბრძოლის დროს, კონსტრუქციული ოპო ვარო”, ან აფერისტია ან კრეტინი, ჰოდა მევახშე ხაზარაძეს ებარებოდეთ ტფუ…"წერს თაკო ჩარკვიანი.
ცნობისთვის, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, დევიძეს 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
0
0