
ჩვენ 4 ოქტომბერს უნდა დავამხოთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, წინააღმდეგ შემთხვევაში, არათუ პარტიებს აკრძალავს, განსხვავებული აზრიც, ფაქტობრივად, აკრძალულია ამ ქვეყანაში, ოპოზიციაც აკრძალულია, სამოქალაქო საზოგადოება ციხეშია, პოლიტიკოსები ციხეში არიან. კი, ყველაფერს იზამს, არაფერ გაგიკვირდეთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ხაბეიშვილის თქმით, „ქართულ ოცნებაში“ შიდა დაპირისპირებას აქვს ადგილი.
„ერთადერთი ხსნა გვაქვს ახლა, ერთმანეთს რომ დაერივნენ შიგნით და ოპოზიციაშია ყოფილი პრემიერიც, სუს-ის ყოფილი უფროსებიც, შს მინისტრიც, მნიშვნელოვანია, რომ ეს თემა გამოიყენოს ხალხმა, იმიტომ, რომ შიგნით ახლა ისეთი დაჭმა აქვთ, გონზე კიდევ კაი ხანს ვერ მოვლენ.
ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ 4 ოქტომბერს ყველამ ერთად უზრუნველვყოთ ამ რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
0
0