
რა გეგმა აქვს ოპოზიციას 4 ოქტომბერს გასამართ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით?! - პაატა ბურჭულაძის მიერ ორგანიზებული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნები ვერ შედგება. "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ამბობს იმასაც, რომ ქვეყანაში ალტერნატიული არჩევნები უნდა ჩატარდეს.
"არჩევნები, რომლის ჩატარებასაც აპირებენ 4 ოქტომბერს, ეს ცრუ არჩევნები ვერ შედგება, ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა და ეს არის საკითხი, რომლის გარშემოც, დარწმუნებული ვარ, გავერთიანდებით. ჩასატარებელია ალტერნატიული არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს ხალხი. რა ფორმით იქნება და ვინ მიიღებს მონაწილეობას, იქნება თუ არა ეს საარჩევნო უბნებზე მისვლით, ეს სამსჯელო საკითხია და მსჯელობა მიმდინარეობს," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
0
0
18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა
16/05/2025