
4 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის საქმის ფარგლებში ცალკე წარმოებად გამოყოფილ კიდევ ერთ ეპიზოდზე, 14 დაკავებულიდან ექვს პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება.
კერძოდ, საპროცესო შეთანხმება უფორმდება: გიორგი ქორქიას, ლაშა ივანაძეს, ხვიჩა გოგოხიას, გიორგი რურუას, ლევან ჯიქიასა და სერგო მეგრელიშვილს.
შეთანხმება პროკურატურასთან შედგა. ბრალდების მხარე მათ საპროცესო შეთანხმებას სამწლიანი პირობითი მსჯავრით უფორმებს, საპატრიმრო დაწესებულებას კი უახლოეს დღეებში დატოვებენ.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მხარეები რეპლიკების ეტაპით ისარგებლებენ.
4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის საქმის ამ ეპიზოდზე დაკავებულ 14 პირს, ვლადიმერ გველესიანს, სერგო მეგრელიშვილს, ზურაბ ჭავჭანიძეს, გიორგი რურუას, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, გიორგი ქორქიას, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, ლაშა ივანაძეს, ლევან ჯიქიას, სულხან ტუღუშს, ხვიჩა გოგოხიასა და რამაზ მამულაძეს ბრალდება სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას, ჩადენილი ჯგუფურად და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება, რაც ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0