
4 ოქტომბერს არ ტარდება არავითარი არჩევნები და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნებოდა კანდიდატი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ასეთი მძიმე ვითარება არ ყოფილა არც ერთი წინა არჩევნების დროს.
„როგორც „გორბის“ კვლევას წერს ბიძინა ივანიშვილი, ზუსტად ისე დაწერს არჩევნების შედეგებს, განსაკუთრებით, 4 ოქტომბერს, რადგან ასეთი დაუცველი საარჩევნო კანონმდებლობა და ასეთი მძიმე ვითარება არ ყოფილა არც ერთი წინა არჩევნების დროს. ამავე დროს, როდესაც საკუთარი ამომრჩევლის და ოპოზიციური ამომრჩევლის ნების წინააღმდეგ მიდიხარ, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება მთავარი შემსრულებელი და ვინ ითავებს იმ როლს, რომელიც გუშინ ირაკლი კუპრაძემ საკუთარ თავზე აიღო. ისინი მონაწილეობას იღებენ რუსულ სპეცოპერაციაში, რომლის მთავარი მიზანიც არის ივანიშვილისთვის ლეგიტიმაციის მიცემა, სამწუხაროდ, ისინი ივანიშვილის თამაშს თამაშობენ“, – განაცხადა სანიკიძემ.
0
0